ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ხატავეთის, ზემო არქევანის,ქვემო არქევანისა და მამხუტის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელიინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალურიბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 714 000 ლარი,რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებისგაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება