სოფელ ბალიჭისა და დარბაზის მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებული საჭიროებები გააცნეს.აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში, მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.