კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება

„ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერშიმთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნისინტერესებს არ თმობს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ლონდონისსასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც განაჩენიდღეს გამოცხადდება.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ერთი საკითხია რაგადაწყვეტილებას მიიღებენ და მეორე – რამდენად მოხდება აღსრულება.„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლებისგანმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურგადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟიმიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვასასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხასარ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთიაგადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, – განაცხადა თბილისისმერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინაივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერდასანქცირებულია, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არისდაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდდა ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენისადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესებიუკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაცპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისიოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ესპროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია რამე შეიცვალოს. ბიძინაივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაშიიყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება