კახა კალაძე ტრამპის განცხადებაზე ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით: ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია – ხომ გახსოვთ, პირდაპირ როგორ გვემუქრებოდნენ, რათა სანქციებს მივერთებოდით

„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ დაშეადარეთ, პირდაპირი ვაჭრობა რუსეთთან წლების განმავლობაშირამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულიასანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა,ამასაც ნახავთ – მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება“, – ამისთაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს პრეზიდენტდონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაცევროკავშირი, რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭროურთიერთობების გამო გააკრიტიკა.კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოსინტერესების დასაცავად აქ ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორგვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებსიღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, რომ მივერთებოდით სანქციებს, რითაცჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი,ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ.ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისიინტერესებიდან გამომდინარე.ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნუ გგონიათ,აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდანან ამერიკიდან ჩამოვა.ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და, რათქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენსქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა კახაკალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება