„ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი არის ჩვეულებრივიპოლიტიკური ნება, რომელსაც სასამართლო არაფორმალური მმართველებისდავალებით ასრულებს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარეპროცესზე საუბრისას აღნიშნა.კახა კალაძის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, აღნიშნულ პროცესსბიძინა ივანიშვილი მოიგებს, თუმცა, დიდი ალბათობით აღსრულება არ მოხდება.„რა თქმა უნდა, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება. ამ ყველაფრისმიზანი ქვეყნის ინტერესების დათმობა იყო, მაგრამ მან პრინციპული პოზიციადაიკავა, რადგან საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენიგუნდი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ვდგამთ ისეთნაბიჯებს, სადაც, პირველ რიგში, საქართველოსა და ხალხის ინტერესებიაგათვალისწინებული.დღეს, ყველა კარგად ხედავს, რომ ადგილი აქვს შანტაჟს და ეჭვიც არავის უჩნდება.ყველა სასამართლო დავა, რაც ბატონ ბიძინას სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდა,მოიგო, მაგრამ თანხა არ დაუბრუნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სასამართლოპროცესზე იგივე დამოკიდებულება ექნებათ – ბიძინა ივანიშვილი დავას მოიგებს,მაგრამ აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურინება, რომელსაც არაფორმალური მმართველების დავალებით ასრულებენ. ვიცით რაპროცესები მიდის – არსებობენ არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენმსოფლიოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილისადვოკატის წერილის შესახებაც, სადაც საუბარია ამერიკულ სანქციებზე.„რაც გინდათ ის დაარქვით – გინდ სანქციების მუშაობა, გინდ არმუშაობა. ამასჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნისინტერესები და მომავალი დგას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენც დაგვიწესასანქციები და არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა. როცა საქმე ქვეყნისინტერესებს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთისქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად შევძლო, ჩემი ქვეყნის ინტერესები უნდადავთმო, მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, სახელმწიფოებრიობას და ა.შ. ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში,ისეთი უსამართლობები ხდება, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა
დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.