ცსკ-მ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველითემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიულისია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისისსაკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმაგაერთიანებამ.გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულიამერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერწარდგენილია 4 კანდიდატი.რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულსაარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულრეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში – 160. საინიციატივოჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერმიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატებისრეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებსწელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთაარჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიულისიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:https://cesko.ge/ge/archevnebi/2025

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება