საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილიცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს,გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარშეუჩერდება.მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობაფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალდოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდებამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადებისწელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოდაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებსდა პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტიბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერიშეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარდასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტიპენსიის განახლების მოთხოვნით.