4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოსმოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა დასაკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტიის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნოუფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობამიიღო მონაწილეობა არჩევნებში – პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებისჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არისშესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა დამომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანსაკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნოკულტურის განვითარებას.არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება,განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენსსაკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი,სადაც ცხოვრობ და რომელზეც გული შეგტკივა.საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყებისხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ,მოგმართავ – გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენიმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა.