მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით და აღნიშნეს ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.
მხარეებმა დააფიქსირეს საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.ვიზიტის ფარგლებში, ელჩი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.