საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ამალ აფიფთან

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით და აღნიშნეს ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

მხარეებმა დააფიქსირეს საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.ვიზიტის ფარგლებში, ელჩი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება