ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის რეაბილიტაცია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 239 700 ლარს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 461 მ. ასფალტო/ბეტონის საფარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.