ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისმარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიებისწარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთისმსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავიკომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურებისდასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა დაღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტულიკომპანიის აჭარა ტურის დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე.საინტერესო შეხვედრები შედგა დელისა და მუმბაიში, ინდოეთის ბაზარისაქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, ძალიან მზარდი ტურისტულინაკადები შემოდის, ამას ხელი შეუწყო ინდური ავიაკომპანიის პირდაპირიფრენების დანიშვნა, როგორც მუმბაიდან ასევე დელიდან. საკმაოდ საინტერესოიყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემოთავაზებული ეს ფორმატი.ასეთი როუდოუები, B2B ფორმატში შეხვედრები საქართველოსპოპულარიზაციისთვის კარგია. ვფიქრობ, ეს პროექტი საკმაოდ ნაყოფიერიარადგან პირდაპირი კონტაქტები გვაქვს იმ პროფესიონალებთან რომლებმაცპოტენციურად უნდა გამოაგზავნონ ტურისტები საქართველოში“,-ამბობს ირაკლითავართქილაძე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურმარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციებიგაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურკომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.