სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი
სოფელ ვაქირში ე.წ. „წისქვილის“ და სოფელ ტიბაანში „აჭარლების“ უბნის მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ ვაქირში ე.წ. „წისქვილის“ და სოფელ ტიბაანში „აჭარლების“ უბნის მოსახლეობას შევხვდი. მათთან ჩემი მერობის პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე.
ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს უშუალოდ მოსახლეობისგან მოვისმინოთ იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რაც ამა თუ იმ სოფელს აქვს.
მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც მოდის შეხვედრებზე, საუბრობს საჭიროებებზე და აქტიურადაა ჩართული თავისი მუნიციპალიტეტისა თუ სოფლის განვითარებაზე ზრუნვაში.