სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი წნორის უბნებში მოსახელობას შეხვდა და მათ მომავალ გეგმებზე ესაუბრა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მიხეილ კუტიბაშვილთან ერთად, წნორის უბნებში მოსახელობას შევხვდი. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რასაც სამომავლოდ ვგეგმავთ. ჩვენმა გუნდმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა და უკვე წლებია ეს გამოწვევა წარმატებით დაიძლია. ასევე, გამოწვევაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომლის დიდი ნაწილი უკვე განვახოციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ვცდილობთ, აქტიურად განვავითაროთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. ამ მხრივაც გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევასხამთ ხორცს. მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება სიღნაღს!


image.png

დადეთ ეს პოსტი?

Show quoted text

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება