ირაკლი კობახიძე-გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება-წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში

გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება