დედაქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძისგანცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „ხელისუფლებათვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს“.კახა კალაძის თქმით, მსგავსი მოწოდებები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაშინიჰილიზმი შემოიტანონ და საზოგადოებაში კითხვები გააჩინონ.„მოწოდებები, რასაც ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებითვისმენთ, ასევე, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების კონკრეტულ ფაქტებადგავრცელება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაშინიჰილიზმი შემოიტანონ, საზოგადოებაში გააჩინონ კითხვები. ყველაკანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირებამოჰყვება.ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანიარჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველამუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.