ეკონომისტი სოსო არჩვაძე, 2025 წლის ივლისის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ კვლავ შეინარჩუნა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორი, რაც 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში აისახა. იანვარ-ივლისის მონაცემებით, ზრდა 8%-ს მიაღწია, რაც რეგიონისა და გლობალურ ტენდენციებს მნიშვნელოვნად – დაახლოებით 1.7-ჯერ აღემატება.
მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური ფაქტორების რიგშია აგრეთვე ისიც, რომ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა (38-ე ადგილი) და უსწრებს არა მარტო თავის სახმელეთო მეზობლებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს 10 სახელმწიფოს.
„ 2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მისი ზრდა 6.5 პროცენტით (იანვარ-ივლისში – 8.0 პროცენტით), რომელიც საგრძნობლად (- დაახლოებით 1.7-ჯერ!) აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური მასშტაბით ზრდის შესაბამის ტემპებს. ზრდა უზრუნველყო ეროვნული მეურნეობის დარგებმა, სადაც იქმნება სამამულო პროდუქტის დაახლოებით 85 პროცენტი.წერს არჩვაძე.