სოსო არჩვაძე: 2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მისი ზრდა 6.5 პროცენტით, რომელიც საგრძნობლად აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური მასშტაბით ზრდის შესაბამის ტემპებს

ეკონომისტი სოსო არჩვაძე, 2025 წლის ივლისის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ კვლავ შეინარჩუნა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორი, რაც 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში აისახა. იანვარ-ივლისის მონაცემებით, ზრდა 8%-ს მიაღწია, რაც რეგიონისა და გლობალურ ტენდენციებს მნიშვნელოვნად – დაახლოებით 1.7-ჯერ აღემატება.

მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური ფაქტორების რიგშია აგრეთვე ისიც, რომ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა (38-ე ადგილი) და უსწრებს არა მარტო თავის სახმელეთო მეზობლებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს 10 სახელმწიფოს.

„ 2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მისი ზრდა 6.5 პროცენტით (იანვარ-ივლისში – 8.0 პროცენტით), რომელიც საგრძნობლად (- დაახლოებით 1.7-ჯერ!) აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური მასშტაბით ზრდის შესაბამის ტემპებს. ზრდა უზრუნველყო ეროვნული მეურნეობის დარგებმა, სადაც იქმნება სამამულო პროდუქტის დაახლოებით 85 პროცენტი.წერს არჩვაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება