fbpx

90-იან წლებში როცა მუშაობდა რუსეთში ბიძინა, ყოველთვის ჰქონდა ალღო… იცოდა – რას ყიდულობს და როგორ ყიდის, კარგი მყიდველიც იყო და კარგი გამყიდველიც-დავით იაკობაშვილი ბიზნესმენი

ძალიან „შანსიანი“ კაცი იყო, – ასე დაახასიათა ქართველმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა ბიძინა ივანიშვილი. როგორც Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენმა აღნიშნა, საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს დიდი ხანია იცნობს. 

„ძალიან ჩქარა სწავლობს ახალს. იქვე სწავლობს და იქვე იცის როგორც გამოიყენოს ის, რაც დღეს გაიგო და რაც დღეს ისწავლა. 90-იან წლებში როცა მუშაობდა რუსეთში ბიძინა, ყოველთვის ჰქონდა ალღო… სად, როგორ გააკეთოს.. როგორ ააშენა ბანკი, როგორ გააკეთა პირველი თუ მეორე ბანკი თავის დროზე, რუსული „კრედიტი“ და დანარჩენი ბიზნესებიც. იცოდა – რას ყიდულობს და როგორ ყიდის, კარგი მყიდველიც იყო და კარგი გამყიდველიც“, – განაცხადა დავით იაკობაშვილმა, რომელიც 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს, – „ის იყო სულ ავანსცენაზე“, – დასძინა მან.

კითხვაზე თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ალღო პოლიტიკაშიც, ბიზნესის მსგავსად, იაკობაშვილმა უპასუხა:

„ნამდვილად [მნიშვნელოვანია]. პოლიტიკაშიც მნიშნელოვანია ალღო. მაგრამ როგორც რუსები ამბობენ, Политика неблагодарное дело. რამდენიც არ უნდა გააკეთო, არავინ იქნება კმაყოფილი. სულ ყოველთვის იქნება ვინმე უკმაყოფილო და სულ ყოველთვის იქნება კონფლიქტი. იმიტომაც სულ ვერიდებოდი პოლიტიკას. მე არ მინდოდა პოლიტიკაში არასოდეს შესვლა. ძნელია ძნელი… ვერაფერს გააკეთებ.. არ შეიძლება იყო ყველასთვის კარგი. ვერ გააკეთებ მაგას..“,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება