fbpx

9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა!

ანტონ პლესნოი (96 კგ) ევროპის ჩემპიონია!🥇მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 393 კგ (ატაცი – 180, აკვრა – 213) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა! 🇬🇪 დღეს, 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა! 🏋‍♂ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპირველობაზე კიდევ ორი მედალი დაისაკუთრა – ატაცში 180 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში 213 ასწია და მცირე ოქროს მედლებსაც დაეუფლა. 🏆💪 ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს, ორჭიდის ჯამში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.📅 ქართული სპორტის გულშემატკივარი 10 აპრილს ირაკლი ჩხეიძისა (102 კგ) და ანასტასია გოტფრიდის (87 კგ), ხოლო 11 აპრილს ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის (ორივე +109 კგ) გამოსვლას იხილავს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია