fbpx

80 წლის დედის გვერდით მინდა ვიყო,გთხოვთ დამაბრუნოთ სამშობლოში-ლევან მამალაძე

ლევან მამალაძე მხარდამჭერების სიას აქვეყნებს და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს-ყველას უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ვინც იზიარებს ჩემ გასაჭირს და თანადგომას მიცხადებს!

სააკაშვილთან პოლიტიკური დაპირისპირების გამო წარმოუდგენელი რეპრესიები გაიარა ჩემმა ოჯახმა. ყურის მომჭრელი ჭორები, ზოდები , რაშები და სხვა წინასწარ გამივრცელეს მოსყიდული მედიით , რომ გაბრუებული საზოგადოება დაეჯერებინათ და ჩემ განადგურებას ოვაციებით შეხვედროდა. არადა იმას რასაც ვიცავდი, სახელმწიფო საწარმოები მადნეული და კვარციტი, სააკაშვილმა პრეზიდენტობიდან რამდენიმე დღეში 1 ლარად მიყიდა რუსულ კომპანიას და წილში ჩაუჯდა ბიძამისზე გაფორმებული ფშორით. მიუხედავად ამისა ზოგიერთს სიმართლე არ აინტერესებს და საერთო განაწყენების ფონზე, დღესაც იგივე ჭორებით სააზრდოობს, თავს იწყნარებს ჩემზე ჯავრის ყრით. მესმის მათი ვისაც ედუარ შევარდნაძეზე აქვს ბარზი.

მიუხედავად მრავალი დამსახურებისა, მან ვერ შეძლო საერთო გამოენახა ზვიად გამსახურდიასთან, ქვეყნისთვის აერიდებინა სამოქალქო დაპირისპირება და აფხაზეთში ომი. არიან ისეთნი ვინც ყველაფერს აზოგადებს და ჩემზეც ავრცელებენ ამას. ორგულობა მოდგმით არ მჩვევია და ამიტომ არ მიღალატია ქვეყნისთვის და პრეზიდენტისთვის! ჩემზე აუგს ისინი ამბობენ ვინც არ მიცნობს, არაფერი გაეგებათ და მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებისა და კუთვნილების საფუძველზე იყალიბებენ აზრს, ან ტალახის სროლოსთვის დაფინანსებაზე ყავთ მოწინააღმდეგეთ! მე მივუტევებ მათ , უფალი იყოს მათი მოწყალე, რადგან სწორედ ასეთ არადამიანურ გულგრილობას და ჭორებს შეეწირა ჩემი მამის , ბიძის, სიძის და ახლობლების სიცოხლე დაარავის ვუსურვებ განიცადოს ის რაც ჩვენ გავიარეთ!

ბევრი მეკითხება – “ქართულმა ოცნებამ , სამართლიანობის აღდგენა უმთავრეს ამოცანად გამოაცხადა, რატომ არ გადაწყვიტეს მამალაძის საკითხი, რატომ ანთავუფლებენ მკვლელებს ან სენატორებისა და ევროპარლამენტარების შეკევეთით, რატომ იწყალებენ?!”
პირდაპირ გეტყვით, მოუხედავად უამრავი მიმართვებისა, ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არსად განხილულა, პოლიტიკური მოტივაციის გამო დაბლოკილია. ცნობისთვის, სააკაშვილის დავალებით 2003 წლიდან ყველაფერი გადაქექეს და ვერეფერი ვერ ნახეს. რაც ოფიციალურ დეკლარაციაში მეწერა ის გამოაცხადეს უკანონოდ- ავრომობილი და ვიზა ბარათზე ოთხი წლის განმავლობაში 15 ათასის ბრუნვა. პროკურატურაში ყველა სბუთი წარდგენილი გვაქვს, მაგარამ სანამ მაღალ ხელისუფალთა ნება არ იქნება, კანონიერ ქმედებას არავინ იწყებს. ამიტო არის , რომ სამართლიანობა ჩემს მიმართ არ გავრცელდა. იმასაც ვფიქრობდი , ჩემოვსულიყავის და ციხიდან მებრძოლა სამართლიანობის მისაღწევად, მაგარამ გადავიფიქრე. მიზეზი ის არის , რომ სამართალდამცავ და მართლმასჯულების სტრუქტურებში, დღესაც ის ადამიანები მუშაობენ, ვინც შეგნებულად დანაშაულებრივი გზით განახორციელა ჩემს მიიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე ის ზონდერები ვისაც ბრალი მიუძღვით ჩემი ახლობლების სიკვდილამდე იყვანაში! ჩემი საკითხის განხილვა მათ პასუხისმგებლობას დააყენებს, ამის გამო ყველაფერს აკეთებენ , რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ და ჩემს მიმართ სამართლიანობა არ აღდგეს!

ამიტომ მივმმართე საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე თხოვნით. მას აქვს კონსტიტუციური უფლება აღადგინოს სამართალი! ამდენი დრო გავიდა და მართლაც არ ველორდი , როცა დღენახევარში 4000 ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას პრეზიდენტის სახელზე, ამას ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეებიც შემოუერთდნენ. საოცარია ის, რომ გამოჩნდენენ ისეთი ადამაიანები, რომლებთანაც არასდროს მქონია ურთიერთობა, სწორედ მათ გაიზიარეს ჩემი სატკივარი და სამართლიანობის მიღწევის ბრძოლაში ჩერთვნენ. ასეთმა მახრდაჭერამ იმედი დამიბრუნა. მეტი რა უნდა გაკეთდეს არ ვიცი, მართლაც სენატორებს და ევროპარლამენტარებს ხომ არ უნდა მივმართო?!

ქართულ საზოგადოებას ხომ უნდა ქონდეს რაღაც დაფასება მაინც ზოგი არჩევნების მერეო მეუბნება, მაგრამ რომელი არჩევნების მერე არ აკონკრეტებენ.

ზოგი ჩემს დაბრუნებაში პოლიტიკურ საფრთხეს ხატავს და ხელმძღვანელობას არწმუნებს ამაში. არადა ღიად განვაცხადე , რომ არანაერი პოლიტიკური და სახელისუფლებო ლტოლვა არ გამაჩნია. დათა თუთაშხიასი არ იყოს „ არ ვარ ბტონებო სახელმწიფოსთვის საშიში“ შვილები ქართული სულისკვეთებთ გავზარდეთ და 17 წელია საქართველოს მიწა-წყალზე ზიარება სანუკვარ ოცნებად აქვთ ქცეული!

სამშობლოში გვინდა დავნბრუნდეთ და ამ პანდემიის პირობებში ჩემი 80 წლის დედის გვერდით მინდა ვიყო! მოგმართავთ ყველას თხოვნით, დამეხმარეთ სამართლიანობის აღდგენაში, დამეხმარეთ სამშობლოში დავბრუნდეთ!
პატივისცემით, ლევან მამალაძე

გაუზიარე!

Shares