The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ კერძებს გაეცნენსაქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველადმიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე,“მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღისგანმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა.“ორი დღის განმავლობაში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე,ქართულ კერძებსა და ღვინოს გაეცნენ. ღონისძიებას ორივე დღისგანმავლობაში დაახლოებით 15000-მდე ადამიანი სტუმრობდა. ქართულისტენდი იმდენად კარგ ლოკაციაზე იყო, აუცილებლად პირველ რიგშისაქართველოს სტენდთან მოხვდებოდი და აღფრთოვანების გარეშე ვერდატოვებდი“,-განაცხადა მაია ომიაძემ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით დიდიბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტულიქვეყანაა და The National Geographic -თან ბრიტანულ ბაზარზეთანამშრომლობა გაგრძელდება.„მრავალი წელია The National Geographic-თან ერთად მარკეტინგულიკამპანიები გვაქვს, თუმცა გასტრონომიული მიმართულებით წელს პირველადვცადეთ ასეთი კონცენტრირებული კამპანია, რომელიც აუცილებლადგაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება, რადგან TheNational Geographic მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმაა. ჩვენ ვცდილობთსაქართველოს პოპულარიზაციას როგორც დანიშნულების ადგილის, სადაცშეიძლება განსაკუთრებული, განსხვავებული და ავთენტური თავგადასავალიმიიღო“,-აღნიშნა მაია ომიაძემ.ფესტივალის მონაწილეებს ცნობილმა შეფებმა გურამ ბაღდოშვილმა დათეკუნა გაჩეჩილაძემ ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერძებიგააცნეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლიჩოლობარგიამ ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.„პავილიონში ბევრი სხვადასხვა საინტერესო ქვეყნები თუ ობიექტები იყოწარდგენილი, ინტერესიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისშიმასპინძლები ვიყავით ჩვენ ქართველები, ასე გამოდის ფაქტებიდანგამომდინარე. ჩვენი პროდუქტების ნაზავი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამადამიანებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შედეგს გამოიღებსდა ახლო მომავალში დაპირებული ფრენები ლონდონი-თბილისი დაინიშნება.მაგრამ ვისაც უნდა ნამდვილად იმოგზაუროს და გაეცნოს ავთენტურ ქვეყნებს, საქართველო სთავაზობს ამას ყველა ტურისტს“,-განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.
„მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი
ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. ყველაზე ხალხმრავლობა იყო
ქართულ სტენდთან. სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები,
ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია
საქართველოს პოპულარიზაციისთვის“,-განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და
კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი
მსოფლიოდან. ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება