fbpx

7-8 ოქტომბერს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

7-8 ოქტომბერს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს
ახალი თავმჯდომარის ადმირალ ბაუერის მეთაურობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის
უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ
ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა
გაიმართება, სადაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს
სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი
ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი
შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან
სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და
შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც ნატო-ს სტანდარტების
შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ
ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება