fbpx

66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ ,მომეცი კომპანიაო-გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას


სხდომაზე იმყოფება კომპანია “მაგთის” გენერალური დირექტორი, გია ჯოხთაბერიძე, რომელსაც საკმაოდ მწვავე დებატები ჰქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელ გიგა ბოკერიასთან, ასევე კომუნიკაციის კომისიების დირექტორთან, კახა ბექაურთან.

გოა ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი დაჭერის დეტალები შეახსენა.

„რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ – მომეცი კომპანიაო. ეს კანონი თქვენ რომ გქონოდათ, დაჭერა კი არ დაგჭირდებოდათ, ჰოდა, დამაწერდით პირდაპირ იმ კომპანიას“ – ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე კომპანია “მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ, დეპუტატ გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.მოამზადა ,,აიპრესმა,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება