fbpx

არათუ ნათესაური, არამედ სანაცნობო კავშირიც კი არ მაქვს ვინმე კაწროსთან,ჩემი მეუღლე თეიმურაზ კუპატაძე კი ასეთ “თემებს” არ “აგვარებს”-მაია ტაბუცაძე

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის მეუღლე, მაია ტაბუცაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ვეხმაურები “მთავარი არხის” და ნიკა გვარამიას მორიგ ცილისმწამებლურ რეპორტაჟებს, რომლებმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი ხაზი!

საზღვარი აქვს ყველაფერს!

ასეთ ტრაგედიაზე ჩემი მეუღლის სახელის მიზანმიმართულად გასვრას, ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულების, ლოგიკის გარეშე უბრალოდ არ მოვითმენთ! საცოდავი ბიჭის ამბავზე მაინც ნუ იკადრებთ ყველაფერს!!!

მიუხედავად ბოლო დროინდელი უამრავი სიცრუისა, მაინც დაუჯერებელია რომ ეს შეგიძლიათ- შეგიძლიათ ადამიანს დააბრალოთ ასეთი გაუგონარი რამ და “გააპრავოთ” რომ “წყარომ” გითხრათ!!

ვაცხადებ- არანაირი, არათუ ნათესაური, არამედ სანაცნობო კავშირიც კი არ მაქვს ვინმე კაწროსთან. შეგეძლოთ უბრალოდ და ძალიან ადვილად გადაგემოწმებინათ.

ჩემი მეუღლე თეიმურაზ კუპატაძე კი ასეთ “თემებს” არ “აგვარებს”!!

საკმარისზე მეტი ღირსება და პროფესიონალიზმი აქვს ამისთვის! თქვენგან განსხვავებით.”

გაუზიარე!

Shares