fbpx

5 ნოემბერს იწყება ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში

ხვალ, 5 ნოემბერს, ხელბურთის აკადემიის არენაზე იწყება ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში. პირველ მატჩში ერთმანეთს აფხაზეთის ტელევიზიისა და პოს TV-ის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 9 ნოემბერს არის დანიშნული. ტურნირი ზედიზედ ოცდამეერთედ ტარდება. მის გამართვას უფრო ადრეც ვვარაუდობდით, მაგრამ პანდემიამ ჩვენი გეგმები ჩაშალა. მადლობა ღმერთს, ტრადიცია გრძელდება. კეთილი ადამიანების დახმარებით, კვლავაც გავიხსენებთ ჩვენს ნათელ მეგობარს. მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორს, ქალბატონ თიკა ბერძენიშვილს და მის თანამშრომლებს – ქალბატონებს ელენე ბილიხოძეს და დეა გველებიანს, ბატონ გია იმნაიშვილს, ზაზას ტურნირის იაპონელ მეცენატს, „ტოიოტა-კავკასიის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ კოჯი მაცუნოს და მის თანამშრომელს, ბატონ ვახტანგ მამალაძეს, ზაზას უფროს მეგობარს, ბატონ ნუგზარ ფოფხაძეს, ბატონებს ზურაბ კაკაბაძეს, ზაზა ფიფიას, პაატა კახაძეს. სწორედ ამ ადამიანების დახმარებით და გულისხმიერებით შევძელით ტურნირის ჩატარება. მადლობა ყველას, ვინც ამ ამბით გაიხარებს და გაიხსენებს ზაზა დარასელს – ღირსეულ კოლეგასა და მეგობარს.წლევანდე ტურნირს გულისწყვეტაც ახლავს – გამოგვაკლდა ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ოცი ტურნირის უცვლელი მენეჯერი სერგო კიკალეიშვილი, ჩვენი ფეოლა. ერთი ლამაზი თასი მის სახელზეც გვაქვს ყველაზე კორექტული გუნდისთვის. მაშ ასე, ხვალ ვიწყებთ. მადლობა ყველას, ვინც მხარს დაგვიჭერს და გაგვამხნევებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება