fbpx

49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, რაც გასული თვის იგივე კვლევის შედეგებთან შედარებით 2,4%-ით მეტია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბი“-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

გამოკითხულთა 49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, რაც გასული თვის იგივე კვლევის შედეგებთან შედარებით 2,4%-ით მეტია. რესპონდენტთა 25,9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ეს 1%-ით ნაკლებია გამოკითხულთა იმ რაოდენობასთან შედარებით, რომლებიც სააკაშვილის პარტიას გასულ თვეში ირჩევდნენ.

„გორბის“ კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 5.3%-ის რჩეულია გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, შემდეგ მოდის 4,1%-ით „პატრიოტთა ალიანსი“, შემდეგ უმანდატო გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ 2,7%-ით, გამოკითხულთა 2,6% ასახელებს „ლელოს“, 2,2% – გიორგი ვაშაძის „მესამე ძალას“, 2% – ზურაბ ჯაფარიძის „გირჩს“, 1,8% შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტებს“, 1,5% ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“, გამოკითხულთა 0,9% ირჩევს იაგო ხვიჩიას „გირჩს“ და სხვა პარტიებს რესპონდენტთა 1,4% ასახელებს.

მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხვა, რესპონდენტთა შესარჩევად, გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომლების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/3,4%-ია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება