fbpx

47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა

“47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის”,- ნათქვამია განცხადებაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება