მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველიქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრისარჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულადაკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისწარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვისპროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომიქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი – ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევემნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნოადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვისპროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას დასაზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთანდაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლირომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებისდამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნებისშემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამპერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორკომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობითუზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავეგამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენიტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350(სამი სახის).აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვისბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღეგაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონითგანსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნოსაარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.