fbpx

გოგა ხაინდრავა: საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აბსოლუტური ტყუილია

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აბსოლუტური ტყუილია, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვსაუბრობ მათზე, ვინც პოლიტიკაში მონაწილეობს. არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არ არიან. მეორე სახელწოდება, რაც აქვთ, არის სამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება კი არიან, მაგრამ ამ ქვეყნის საზოგადოება არ არიან. არიან იმ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მათ აფინანსებენ. ხშირ შემთხვევაში ეს ჰეგემონი ქვეყნებია, რომლებსაც მსოფლიოს მართვის პრეტენზია აქვთ, და ის საერთაშორისო პოლიტიკური კორპორაციები, რომლებსაც ასევე აქვთ პრეტენზია მართონ სხვადასხვა ქვეყნები“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მან მაგალითად ეკა გიგაური მოიყვანა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი დაფინანსებას იმისთვის იღებს, რომ „საჭირო დროს ტრიბუნაზე ავიდეს და საზოგადოებას უთხრას – ჩამოვაგდოთ ეს მთავრობა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება