fbpx

პარლამენტის თავმჯდომარე – ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე ყოველდღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – როგორც  ხოშტარიას ყოველი ბრიფინგი მარცხდება, ისე დამარცხდება ნებისმიერი ტყუილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და პარტია „დროას“ თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია საქართველოს შესახებ ყალბი აღქმის შექმნის სახეს წარმოადგენენ, რადგან მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„ეს სქემა როგორ მუშაობს. მგონი, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ თავად აღიარეს, რომ ისინი არიან საქართველოს მხრიდან პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. რაღაც ინფორმაციულ კოლაჟებს აკეთებენ და მათ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინაში, გაცვლა-გამოცვლა აქვთ“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს საჰაერო ცის უკანონო გამოყენების შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

„დღეს მოვისმინეთ ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი ცრუ განცხადება. რაც მთავარია, ხომ დადასტურდა, რომ ყველა ეს განცხადება ტყუილია. სანქციების გვერდის ავლა, თითქოს აქ რაღაცები ხდება, რამდენიმე წუთი სჭირდება იმის დადასტურებას, რომ ეს ყველაფერი არის ყალბი. ეს ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს ყალბი აღქმის შექმნის სახე, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ყოველდღე აგენერირებენ დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ ეს დეზინფორმაცია, როგორც საინფორმაციო კოლაჟი, ერთი მხრივ, რეპუტაციულად ურტყამს ჩვენს ქვეყანას, მეორე მხრივ, ჩვენ გვიწევს განმარტების გაკეთება. არავითარი განმარტების გაკეთებას არ ვაპირებთ დაბრალებასთან დაკავშირებით… ჩვენ ვხედავთ პირდაპირ დარტყმას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება