fbpx

ნოდარ მელაძე: უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო!

უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს ( და მეც ასევ მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს! – ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის !!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღძილაკით წაშალო მართლა ყველაფერი! – წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტვ “მთავარი არხის” გადაცემა “ვანოს შოუს” ავტორმა ვან ჯავახიშვილმა დაწერა, მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli -ს ეთერში

რაცას მათავარმა არხმა გაცხადებით უპასუხა. რაზეც ვანო ჯავახიშვვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მთავარი არხის” მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის სრული უნამუსობა და ბოროტება.

ნოდარ მელაძის სტატუსს ეხმიანება „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი თამარ ბაღაშვილი რომელიც წერს – „რამდენი „გმირი“ და „მორალისტი“ ყოფილა, ვეღარ ვითვლი“, რაზეც მელაძე პასუხობს – „ყველას ყველაფერი გაუკეთებია, ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით ალბათ“ .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება