fbpx

წალენჯიხის მერმა სია დაიდო, ამოარჩია ვინ იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და სამსახურიდან გაათავისუფლა

წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომელსაც ნაცი ხელმძღვანელი მართავს.

„წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან წარსულში იქცეოდნენ ნაცები. ერთი ნიშანი, რაც დღეს წალენჯიხაში ხდება, ეს არის არაფრის გაკეთება, გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე – პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურებიდან გაათავისუფლა. კვალიფიკაციას, გამოცდილებას ყველაფერს ხაზი გადაუსვა და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წალენჯიხის მერია საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საბავშვო ბაღის აიპის თანამშრომლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს ათავისუფლებს. გათავისუფლების შესახებ ბაღების თანამშრომლებს, დახურულ თათბირზე აცნობეს და უთხრეს, რომ მიზეზი, ბავშვთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირეა. წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილება ბაღების თანამშრომლებმა აქციით გააპროტესტეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება