fbpx

კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს!-პატრიარქი

მარიამობის დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში იქადაგა.

„ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ, ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია, ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. აი, თქვენ ახლა იგალობეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლწამინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა.”- განაცხადა ილია მეორემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება