fbpx

რეკომენდაციებს ვიღებთ მათგან და მათი შვილებისგან, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ, კაუჩუკის პლანტაციებში, მოზარდებს ხელებს აჭრიდნენ, დღიური ნორმა რატომ ვერ შეასრულეო

დედოფალი ამოდის, ნათდება!

ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ. ბევრი ვისმინეთ ჩვენც და არასოდეს გამოვხმაურებივართ, თუმცა რამოდენიმე დღის წინ რაც ამოვიკითხეთ მისი განცხადებიდან, დუმილის საშუალებას აღარ იძლევა და ან რატომ უნდა ვიყოთ მდუმარედ საკუთარ ქვეყანაში?! ვციტირებთ “ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდგეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება” – კელი დეგნანი. ქალბატონო ელჩო ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრიც მოვითმინეთ, მაგრამ რადგან ეტყობა მოვისმინეთ და მოვითმინეთ დღეს უგუნურიც გვიწოდეთ ერს, რომელთანაც სასაუბროდ ალბათ მეტი განათლების მიღება და ტაქტი გჭირდებოდათ, თუმცა თქვენ პირდაპირ ღია შეურაცხყოფაზე გადასვლა არჩიეთ იმპერიალისტური მიდგომით. თქვენი მთავარი მოვალეობა ელჩისა, არის დიპლომატია და ამისთვის გევალებოდათ ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება, თუმცა თვენ უკვე ისე მოგვექეცით, როგორც ცირკში დაყტვევებულ მხეცებს და ძალიან შეცდით, ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ.
თქვენ ჩამობრძანდით პირველ რიგში ყველა მხრიდან ოკუპირებულ ქვეყანაში, ქვეყანაში რომელსაც ოთხივე მხრიდან აქვს დაკარგული მიწები და დედაქალაქის ახლოს დგას ოკუპანტის ჯარი. ზოგადად აღზრდილი და კულტურული ადამიანი, რომ არავის შეურაცხყოფს არ ვიცი რამდენად ცნობილია თქვენთვის, მაგრამ დაჩაგრულს რომ არ ურტყამენ თქვენს ქვეყანაში თუ არა, ამ ქვეყანაში მაინც უნდა გსმენოდათ ეს. დიახ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ და ჩვენთვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის შეუთანხმდა და რამდენი ხნით, მაგრამ ეს ოკუპაცია იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ველური ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში ჩამობრძანდით. მეტსაც გეტყვით, სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ, მაშინ აშენდა, როცა თქვენი ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მხოლოდ ბიზონები დარბოდნენ, მეტსაც გეტყვით, ჩვენს ეზოს გადმოჰყურებს ციხე, რომელშიც ცხოვრობდა მსოფლიოს უდიდესი მონარქი ქალი, მეფე თამარი, რომელმაც ამ ქვეყანას მსოფლიოში უდიდესი გავლენა მოუტანა და ზე სახელმწიფოდ აქცია. თქვენ ჩამობრძანდით იმ ხალხში, რომელთა წინაპრების კულტურაზეც დასახლდნენ ბერძნები, ამ ხალხიდან შევიდა ბევრი რამ ეგვიპტეში და თავად ეგვიპტის მართველები იყვნენ ჩვენი მიწიდან (ჩამოთვლა შორს წაიყვანს თემას) აქედან წამოვიდნენ პირველი ევროპელები, ამ ხალხმა მისცა მსოლიოს პური, ღვინო, ქსოვილი, თაფლი, ლითონის მოპოვება მედიცინა და უამრავი რამ. აქედან დაიწყო სუნთქვა მსოფლიო ცივილიზაციამ. ჩვენი ისტორია არ დასრულებულა შორეული წარსულით, ეს ქვეყანა იყო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც იდგა ფარად და აკავებდა მტრისგან სწორედ დასავლეთის საქრისტიანოს, სწორედ ეს ხალხი იყო შემკავებელი უდიდესი აგრესიისა საუკუნეების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი იყო ბევრჯერ შემნახავი წმინდა ქალაქისა, გამავრცელებელი და შემნახავი ცოდნისა. აქ იწერებოდა უდიდესი პოემები და საგალობლები, იქმნებოდა უდიდესი შედევრები ხატწერაში, ჭედურობაში კედლის მხატვრობაში, იწერებოდა წიგნები. უამრავი რამ შექმნა და მისცა ამ ქვეყანამ მსოფლიოს და არ დარჩენილა არც ერთი დიდი ქვეყანა, სადაც ქართველებს არ დაუტოვებიათ არა თუ თვისი კვალი, არამედ არ ეთამაშოთ დიდი როლი იმ ყვეყნის ცხოვრებაში. თქვენ და არა მხოლოდ თქვენ გამუდმებით გვიკირკიტებთ, რომ თურმე უნდა ვისწრაფვოდეთ დასავლური ფასეულობებისკენ და გავხდეთ ევროპელები, სულ მსჯელობთ ვიმსახურებთ თუ არა წევრობას, ხან რისას და ხან რისას. გვიკირკიტებთ რომ თურმე უნდა მივაღწიოთ, განვვითარდეთ და ხვდებით მაინც რომ ეს არის ამ ერის შეურაცხყოფა? რას უნდა მივაღწიოთ, რა გვაკლია და რით ხართ ვინმე აღმატებული ამ ერისა?! რა გვაკლია კულტურა თუ განვითარება?! ჩვენ არ ამოგვიხოცავს არსად ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა და არ დავსახლებულვართ სხვის მიწაზე, ჩვენ გვყავდა ქალი მონარქი მაშინ, როდესაც ამაზე ვერც იფიქრებდა დასავლეთი. პირველად ჩვენთან შეიქმნა ის რელიგიური საძმო გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გახდა საფუძველი დასავლური ორდენებისა, ჯერ როცა დასავლეთს წარმოდგენა არ ჰქონდა საპარლამენტო მმართველობაზე, აქ უკვე იყო მისი ჩანასახი. აქ იყო აკადემიები, სასწავლებლები, ოჯახის სიწმინდე, თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. რა დაგვიწუნეთ განვითარების იქნებ დააკონკრეტოთხოლმე?! თქვენი ქალაქი, რომელსაც არ სძინავს, განა ქართველთა ცოდნის შედეგად არ დგას დღეს ისეთი როგორიც დგას? საიდან გაჩნდა ცათამბრჯენები ნიუ იორკში?! საიდან გაჩნდა კლასიკური ხელოვნება თქვენში? განა ქართველმა არ შექმნა თქვენი ბალეტი? განა ქართველები სვამდნენ აფროამერიკელებს ვოლიერებში და ადამიანთა ზოპარკებს ხსნიდნენ სადმე?! სამოციან წლებამდე გასტანა ამ სრულიად ენითაუწერელმა კოშმარმა, რასაც ადამიანთა ზოოპარკები ერქვა და ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია! არც არსად გამოგვიცდია ატომური ბომბი, მართალია არ გვქონდა,მაგრამ რომც გვქონოდა, ამას არ ვიზამდით, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ერი ვართ. ოდესმე სადმე ამოგიკითხავთ, რომ ჩვენ ბავშვებს სიკვდილით ვსჯიდით?! ქალბატონო ელჩო, ეს ქვეყანა თეთრი რასის სამშობლოა, რომლის დამწერლობაც უკანასკნელი კვლევებით უფრო ძველია ვიდრე ფინიკიელების, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასწლეულების წინ ამ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა და ეს კი თავისთავად ერის განათლებაზე მეტყვლებს, ერის კულტურაზე და განვითარებაზე. ამ ხალხმა შექმნა მედიცინა, ბორბალი, ცეცხლი, გამოადნო ლითონი, ამდენი საუკუნე იდგა და დგას ფეხზე, მაშინ როცა გადაშენდა უდიდესი ცივილიზაციები და დღეს ამ ხალხს უგუნურს უწოდებთ. პარიზი არ გაანათეს ქართველებმა?! პირველი ტოპ მოდელი ქალი, არ იყო ქართველი მერი შერვაშიძე, რომელმაც სახელი მოუტანა გაბრიელ (კოკო) შანელს?! პარიზის ულამაზესი მოდელები არ იყვნენ დები ანდრონიკაშვილები და სხვანი?! და ეს იყო უკულტურო ხალხი?! ეს ის ხალხია რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს ვინმემ?! ამერიკული ბალეტი ვახსენე და ცხადია ვიგულისხმე გიორგი ბალანჩივაძე, მაგრამ ამერიკულ ავიაციას რა ვუყოთ?! რა ვუყოთ ალექსანდრე ქართველიშვილს რომელმაც შექმნა თქვენი ავიაცია?! განა გიორგი მაჩაბელმა და გრიგოლ კობახიძემ არ დაიწყეს პირველად პარფიუმერიისთვის ბოთლების ჩამოსხმა? ვინ შექმნა წყალგაუმტარი ბეტონი, მინის აგური, საშობაო დეკორაციები?! ქართველებმა შექმნეს ქალბატონო ელჩო და მისცეს ეს მსოფლიოს, იმ ქართველებმა, რომელსაც ამ მთელი მადლით მოსარგებლე ხალხი დღეს რეკომენდაციას აძლევს განვითარებისკენ, სასაცილოა არა?! ახლა დღეს მოღვაწე ფიზიკოსები ჩამოვთვალოთ თუ სხვა მეცნიერები, რომლებიც წამყვან ინსტიტუტებში იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და ქმნიან თანამედროვე სამყაროს. ვერ ჩამოვთვლი, ასეულობით უძლიერესი სპეციალისტია და არ მინდა ვინმე გამოვტოვო. ცოტა სასაცილოდ ჟღერს შეიძლება, მაგრამ ქართველმა დემნა გვასალიამ არ ჩაგაცვათ ის სამოსი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ გადავყარეთ ბუნკერებში? რამდენი საოპერო ვარსკვლავი და ხელოვანია დღეს მთელ მსოფლიოში, რომელიც ქმნის მსოფლიო ხელოვნებას?! ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი იქნება. მაშინ როდესაც დასავლეთი შეპყრობილი იყო ანტისემიტიზმით, ჩვენთან ბედნიერად ცხოვრობდნენ ებრაელები, მეტსაც გეტყვით, მე გავიზარდე იმ უბანში სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღესაც ჩემი ოჯახის წევრებივით არიან ქართველი ებრაელები. ძალიან არ უყვარს თანამედროვე მსოფლიოს ამის ხსენება, მაგრამ მაშინ როცა ცივილიზებული მსოფლიო ებრაელ ხალხს დევნიდა, ქართველმა სტალინმა შექმნა სწორედაც რომ ისრაელის სახელმწიფო, სწორედ ამ ქართველმა შეძლო ფაშიზმის შეკავება, ვიცი დღეს ეს არავის მოსწონს და ამ კაცს ლანძღავენ მაგრამ ეს იყო ასე. მესმის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოს ჰეროდეს სინდრომი აქვს და მუდამ ეშინია ჩვენმა მიწამ კიდევ არ შვას ისეთი ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიას შეცვლის, მაგრამ ეს ასე იქნება მუდამ, დიახ აქ ყოველთვის დაიბადებიან დიდი ადამიანები და ისინი შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. ავი იყო თუ კარგი, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთადერთი კაცი, სოწრედ ქართველი სტალინი იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა. იხსნა ფაშიზმისგან, რომელიც ევროპაში გაჩნდა და მოიპოვა ყველაზე დიდი გავლენა, ეს ფაქტია. როდესაც ჩვენს მიწაზე მცხოვრებ ებრაელ ხალხზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვიხსენებ კიდევ ერთ დიდ ქართველს. გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ებრაული ოჯახის გადასარჩენად და მათ ნაცვლად შევიდა ევროპის გაზის კამერაში. მე მაინც შეგახსენებთ, თუ არ იცით, რომ საქართველოში ჯერ გაზის კამერები აღმოჩენილი არაა, ჩვენთან მრეწველობა არ ვითარდებოდა ისე, როგორც სხვაგან. აქ ადამიანის ძვლებისგან არ აკეთებდნენ ღილებს, ბავშვების ტყავისგან არ კერავნენ ხელთათმანებს, აქ მხოლოდ ერთს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ მშვიდობა და შეექმნათ უდიდესი კულტურა, რომელიც ეკლდათ სხვებს. საბედნიეროდ, თბილისის მიწის ქვეშეთში არაა კატაკომბები, სადაც მილიონობით მოხარშული და შეჭმული ადამიანის ძვალია ნაპოვნი, როგორც სხვაგან.. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად უდიდესი განსაცდელებისა, ვინარჩინებდით ღირსებას და ფასეულობებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იმპერიათა ჭიდილის დროს საქართველო აღმოჩნდა ჯერ მარტო და შემდეგ რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს წითელი გველეშაპის მართვის მეთოდები, ბრძოლა ქრისტიანობასთან და ის მმართველობის სისტემა, როცა კრემლის გარეშე არაფერი წყდებოდა აქ. თითქმის არაფერი. ყველაფერს მოსკოვს ვეკითხებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი ტკივილი მოიტანა ჩვენთან, რადგან ამას ქართველი ახალგაზრდები შეეწირდნენ და 9 აპრილი პირადად ჩემთვის რეალურად დიდი ტკივილია, რადგან ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ჩვენ სისხლი გავიღეთ, რომ მოსკოვს არ დავკითხებოდით ყველაფერს, ახლა თქვენ გეკითხებით. რაც უნდა ვქნათ, თქვენ უნდა გკითხოთ. კაცი ქალთან უნდა დაწვეს თუ კაცთან ეგეც კი. გვინდა თუ არ გვინდა, რადგან თქვენ გინდათ ზუსტადაც უნდა ჩატარდეს ის აღლუმი თუ მარათონი, რაც გსურთ თქვენ, აქ ჩვენ აღარავინ გვეკითხება. ლამის ამ ღონისძიებას გადააყოლეთ ამდენი წლის მეგობრული ურთიერთობა ჩვენსა და თქვენს შორის. დღეს ისევ ისე ებრძვიან ეკლესიას როგორც ადრე, ყოველწუთიერად ცდილობენ რაღაც ავი და საზიზღარი თქვან იმ ეკლესიაზე, რომლის აღმსარებელიც მოსახლეობის უმეტესი, უდიდესი ნაწილია. როდესაც არჩევნები დასრულდება, არავის აინტერესებს ვინ აირჩია ხალხმა, მთავარია თქვენ რომელ მხარეს დაუჭერთ მხარს. ჩვენ თურმე სათანადოდ ვერ განვვითარდით და უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და რას გულისხმობს ეს? ვატაროთ აღლუმები, აღარ ვილოცოთ, ჩავისახლოთ ის ხალხი, რომელსაც ჩვენივე მეგობარ ქვეყნებში ტერორისტებს უწოდებენ, მოვაქციოთ ქართველი მოსახლეობა უმცირესობაში, გადავცეთ მიწები სხვებს, გავავსოთ თბილისი უცხოტომელებით და გენოციდამდე მივიყვანოთ ერი?! დიახ, შევასრულეთ რაც მოითხოვეთ და ასეც მოხდა. შემდეგ?! გავქრეთ ეხლა ბოლო ადამიანიც?! თბილისში ქართველზე მეტი სხვა დადის უკვე, კრემლის მიერ აკრძალული საქართველოს ისტორიის წიგნი ისევ გაქრა მაღაზიებიდან. მოთხოვნილმა რეფორმებმა მიწასთან გაასწორა ერი. რა გავაკეთოთ კიდევ?! ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ჩანხართ ჩვენზე, ამას წინათ ბრძანეთ, უფრო სწორედ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ფული დახარჯეთ საქართველოში. ჩვენ ეს არ დაგვიწყებია და ჩვენ არაფერს ვივიწყებთ, მეტადრე სიკეთეს. თქვენ ეს თანხები ჩადეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც დღეს სხვა რამ აღმოჩნდა. გამოვიდა რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობს ამ ფულით, რომელიც დღეს რეალურად ზონდერ ბრიგადებად იქცნენ და ამუნათებენ (აბულინგებენ, როგორც ახლა ამბობენ) ყველას ვისაც რაიმე საწინააღმდეგო, ან განსხვავებული აზრი აქვს. სოციალური ქსელებით და ტელევიზიით თავს ესხმიან ყველას და როგორც ბოლშევიკები სწორედ იგივე მეთოდებით კლიშეებს აკერებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. ბოლშევიკების დროს არსებული “ვრაგ ნაროდა” (ხალხის მტერი) დღეს “კრემლისტით” შეიცვალა. ვინც არ მოეწონებათ, ყველა პუტინის აგენტია. სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე და ამას თქვენც ხვდებით, ხვდებით რომ ხალხს არც მათ დავდასხმებზე აქვს რეაქცია და აღარც მათ თავდასხმებს აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ახლა მთავრობაც კრემლისტია, თუ ის მორიგ დავალებას არ შეასრულებს და ვცხოვრობთ ასე. ჩვენ ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს. ოჯახში რომც ვჩხუბობდეთ, რომც ვლანძღოთ ერთმანეთი, ეს ჩვენი შიდა საქმეა და საჭირო დროს ვრიგდებით კიდეც, მაგრამ როდესაც მეზობელი ან მეგობარი მოდის და ცდილობს ამ სიტუაციით ისარგებლოს და ოჯახის წევრს გვილანძღავს, თავს კი არ ვუქნევთ არამედ ვიკვეთავთ. მთავრობა როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენია. მოგვწონს თუ არა, ჩვენი თავში სახლელია, მაგრამ მეზობელი რომ მათ მიადგება ნამდვილად არ მოგვეწონება ეს. მადლობა უფალს, იმდენი გონიერება გვყოფნის და კულტურა, რომ აზრის გამოხატვისას აქციებზე, როგორც დასავლეთში ხდება, არც პოლიციის მანქანებს ვაბრუნებთ, არც მაღაზიებს ვწვავთ და არც ქალაქს. ეს შეცდომა ერთხელ დავუშვით და მას შემდეგ გონიერება გვეყო, რომ აღარ გაგვემეორებინა. დემოკრატია აქ იყო ოდითგან, კრიმინალი ყველგან ხდება, რადგან მრავალნაირი ადამიანი არსებობს და იქნებ აჯობებდა ამ დემოკრატიული ინსტიტუტების “განვითარების” სანაცვლოდ, ხალხს დახმარებოდით სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა და ის ფული დახარჯულიყო იქ სადაც იყო მისი საჭიროება. დღეს როგორ გათავისუფლდება ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან, როდესაც მას პურიც არ აქვს თავისი. დახმარებოდით ამ ერთ მუჭა ხალხს, რომელმაც ამდენი სიკეთე მისცა მსოფლიოს ფეხზე დადგომაში. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, და ზონდერების განვითარების მაგიერ განგევითარებინათ თქვენი ნამდვილი მეგობრები, თუმცა ძლიერი ქვეყანა ვის უნდა, არავის… ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვიღებთ, თუ როგორები უნდა გავხდეთ, რეკომენდაციებს ვიღებთ მათგან და მათი შვილებისგან, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ, კაუჩუკის პლანტაციებში, მოზარდებს ხელებს აჭრიდნენ, დღიური ნორმა რატომ ვერ შეასრულეო. ვინც ბავშვებს ხელებს აჭრიდა, ახლა ის ჩვენ გვასწავლის სხვათა უფლებების დაცვას. მოკლედ, ისტორია რასაც გვაჩვენებს, ყველას მუდამ თავისი ინტერესი აქვს სხვის მიწაზე და არც ქართველი ერის გამოხსნა შეუფიცია ახლა ვინმეს უფლისთვის. ჩვენ კაცთმოძულე ერი არ ვართ და თქვენი გამწარებული ტონი არის სრულიად უსაფუძვლო. არავის ძულხართ და არც არავინ გაქცევთ ზურგს, არც არავინაა უმადური. საქართველოს დღეს მხოლოდ ორი რამ უჭირს, ტერიტორიული მთლიანობა და სიდუხჭირე, უფრო სწორედ ქართველთა სიდუხჭირე რადგან ყველა ჩამოსახლებული აქ კარგად ცხოვრობს. ეს რისი შედეგიცაა, დღეს უკვე ქართველებმა კარგად იციან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით “მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო”, მაგრამ განა კაცია ადამიანი?! იყო დრო, როდესაც ოთხასი წელი, თბილისი პრაქტიკულად იყო დაკარგული, ის მტერმა ჩაიგდო ხელში და მხოლოდ ერთი ეკლესია რეკდა ზარს. ალბათ ეგონათ რომ მორჩა, ერი მოისპო, მაგრამ მას შემდეგ, მრავალი საუკუნეა რაც აქ კვლავ ისმის “ქრისტე აღსდგა” და ახლაც ასე იქნება რადგან ამოდის, ნათდება!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება