fbpx

ფარავდეს სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი იმ გამარჯვების და მშვიდობის გზაზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა და ბატონი ირაკლი ატარებს დღემდე ჩვენს ქვეყანას

ფარავდეს სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი იმ გამარჯვებისა და მშვიდობის გზაზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა და ბატონი ირაკლი ატარებს დღემდე ჩვენს ქვეყანას, გფარავდეთ ყველას ღმერთი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში, „სვანეთობა 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა, მისი მშობლიური კუთხის სახელით, ირაკლი ღარიბაშვილს სვანეთში ჩასვლისა და სახალხო დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სვანეთობა 2022“-ს მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ესწრება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება