fbpx

ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებზე: ეს არის კლასიკური ნიმუში ე.წ. პარტიული ტანვარჯიშის, რომლითაც ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტში არიან დაკავებულები

ოპოზიციის ნაწილი კვლავ არ აპირებს მმართველ გუნდთან ერთად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში მუშაობას. ისინი ალტერნატიულ შეხვედრებში მონაწილეობენ და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. მმართველ გუნდში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ მთავრობისა და სახელმწიფოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა სურთ.

„ეს არის კლასიკური ნიმუში ე.წ. პარტიული ტანვარჯიშის, რომლითაც ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტში არიან დაკავებულები. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ამ პროცესის იმიტაციას. აჩვენებენ საზოგადოებას, რომ ისინიც რაღაცის მაქნისები არიან, მათაც შეუძლიათ „გაეპრანჭონ“ საზოგადოებას“, – მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება