fbpx

გიორგი გამსახურდია ირაკლი კობახიძის მამაზე: კი ბატონო, გია პოლიტიკურ ოპოზიციაში იყო, მაგრამ არც მე და არც სხვას მის ხელში ავტომატი არ გვინახავს – ავტომატიან პუტჩისტებს თქვენს რიგებში მიხედეთ, ნაცპუტჩისტებო!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, Twitter-ზე, ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.

„უხსოვარი დროიდან ვიცნობ გიას, თორნიკე იყო ფიფია ჩვენი საერთო მეგობარი, კი ბატონო, იყო გია პოლიტიკურ ოპოზიციაში, მაგრამ არც მე და არც სხვას მის ხელში ავტომატი არ გვინახავს. ავტომატიან პუტჩისტებს თქვენს რიგებში მიხედეთ ნაცპუტჩისტებო! იმაზე დაბლა დაეცით, ვიდრე იყავით, მაგრამ მესმის თქვენიც“, – წერს გიორგი გამსახურდია.

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამაზე ისაუბრა და თქვა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება