fbpx

დიმიტრი ხუნდაძე სალომე ზურაბიშვილს – არის რეალობა, როცა რეგიონი საომარ ვითარებაშია და მაღალი რისკის საფრთხეებია, საზოგადოებას უნდა დავუმალოთ და მხოლოდ იმ ემოციით გამოვიყვანოთ ქუჩაში, ევროპა გვინდა თუ არა?

არის რეალობა, როცა რეგიონი საომარ ვითარებაშია და არის მაღალი რისკის საფრთხეები, საზოგადოებას უნდა დავუმალოთ და მხოლოდ იმ ემოციით გამოვიყვანოთ ქუჩაში, ევროპა გვინდა თუ არა? რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა და ბნელ რუსეთში დაბრუნებას არავინ აპირებს – ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის თქმით, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, საქართველოში არ უნდა იყოს და ვერ იქნება ის, რასაც უკრაინაში ვუყურებთ, რომ ბულდოზერები საფლავებს თხრიან და გვამებს ყრიან, ასეთ სურათში მიღებული სტატუსი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი სტატუსი და თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
„პრეზიდენტი როცა ამბობს, რომ არის საკითხები, რომლებზეც ჯობია პასუხი არ იყოს, ან არის საკითხი, რომელზეც არ უნდა ვისაუბროთ, იცით რა, არის რეალობა, როცა რეგიონი არის საომარ ვითარებაში და არის მაღალი რისკის საფრთხეები და საზოგადოებას უნდა დავუმალოთ და მხოლოდ იმ ემოციით გამოვიყვანოთ ქუჩაში, ევროპა გვინდა თუ არა? რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა და ბნელ რუსეთში დაბრუნებას არავინ აპირებს. ეს არის ძალიან ცუდი წარსული. ჩვენ გვინდა ომის გარეშე, საქართველოში არ უნდა იყოს და ვერ იქნება ის, რასაც უკრაინაში ვუყურებთ, რომ ბულდოზერები საფლავებს თხრიან და გვამებს ყრიან, ასეთ სურათში მიღებული სტატუსი ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი სტატუსი და თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს არის მიმზიდველი ჩვენთვის – დასავლური ღირებულება, თანასწორუფლებიანობა, სიტყვის თავისუფლება, კითხვებზე პასუხი“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება