fbpx

რატი იონათამიშვილი: პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც საარჩევნო ბარიერს ეხება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე გზავნილი

პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება იყო ძალიან
მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე გზავნილი მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ცხადია ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მას შემდეგ, რაც საფუძველი შეიქნება რათა პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს ჩვენ ქვეყანაში და ამის გარანტია იქნება სწორედ ის, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება