fbpx

რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა, მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს

რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ, არ ვიცი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მე ამ თემაში არ შევალ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით პარტიაში დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა და სხვადასხვა თემა განიხილეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური სანქცირების საკითხი მათ ამ შეხვედრაზე არ განუხილიათ.

„მიმდინარე, მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ. მათ შორის, რაც უკავშირდება პარტიის საქმიანობას და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს. ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გაავრცელა დღეს განცხადება, იხილავდით. ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო სანქციები, არაფორმალური სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. ესაა პოზიცია, რომელიც წარმოდგენილია და აშკარად, ბუნებრივია, ლოგიკა არის ამ განცხადებაში. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცებს ამ არაფორმალური სანქციების დაწესება, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ანუ, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ, არ ვიცი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მე ამ თემაში არ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება