fbpx

დავი დიტო!
რაც თქვი იმაზეც და რაც გულში გაქ და ჯერ არ/ვერ დაგიხურებია თავზე!

დავიწყებ იმით, რომ დიტო სამხარაძეზე დიდი ხნის წინ, პირველი მე დავდე პოსტი, როდესაც მის გვერდზე ვნახე უცენზურო სიტყვებით დაწერილი სტატუსი, რაც ერთი ღირსება აყრილი, ხელმოცარული და საცოდავი ადამიანის მისამართით დაწერა.
მაშინ ძალიან გავბრაზდი.
ჩემი აღშფოთების მიზეზი არ ყოფილა მისი ადრესატის დაცვა!
გულწრფელად შევწუხდი, რომ თავად მას არ უნდა ეკადრა საკუთარი თავისთვის იმ ადამიანზე მიყოლებული “წიხლი”, “მორთულ-მოკაზმული” სიტყვებით.
მაშინ, შემომივარდა ე.წ. მისი დამცველთა არმია და ვიყავი მოგერიების რეჟიმში-რა თქმა უნდა კორექტულად… მითუმეტეს, არც ერთ მათგანს პირადად არ ვიცნობდი და ვინც პირადად მიცნობს-მათ გაატარეს ჩემი სტატუსი, რადგან კარგად გაიგეს რა დავწერე, რამ გამოიწვია ჩემი სიბრაზე და კრიტიკა…კარგად იცნობენ ჩემს ხასიათს…

ახლა რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს და თავდასხმებს დიტოს წინააღმდეგ!
ის რაც დღეს ხდება, არაა ჯანსაღი კრიტიკა, აქ მიდის პირდაპირი შეურაცხყოფა. ჯანსაღი კრიტიკა და ლანძრვა კი განსხვავდება ერთმანეთისაგან.
კრიტიკამ ადამიანის ღირსება და ნაკლი უნდა გამოავლინოს და ამის მერე შეაფასოს…. ადამიანის მიმართ ასეთი ლანძღვა და დაშეურაცხყოფა, როცა ეხები ოჯახს, ცოლს შვილს, დედას მამას-არის უზნეობა და გამართლება არ აქვს

სანამ ჩემს მთავარ სათქმელზე გადავალ ვიტყვი ასევე, რომ ქართული ოცნების მოსვლის დღიდან დღემდე, მის მიმართ განაწყენებული ამომრჩევლის მთავარი მიზეზი, ე.წ. კოჰაბიტაციაა თავისი თანმდევი შედეგებით, რომლის წყალობითაც ქვეყანა 18 წელია დადის ბეწვის ციდზე და ამომრჩეველი არის იმედგაცრუებული-ვერ არ გასამართლდა რეჟიმი და არ აღსდგა ღირსების სამართალი. ზუსტად კოჰაბიტაციის მიზეზით იყო ასევე, არჩევნებზე მე-2 ტურები!

ამავდროულად, გაგებით ვეკიდებით და კარგად გვესმის ასევე და ვუწევთ დიდ ანგარიშს იმ მოცემოლობას, რაც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად გახდა იმედგაცრუების მიზეზი-ესაა გარე ფაქტორები, რასაც არ განვავრცობ, ისედაც ყველა კარგად ხედავს….
ამის ფონზე, გაუგებარია, რამ გამოიწვია, ე.წ. ოცნების მომხრეებისაგან სრულიად მიუღებელი ლანძღვა და შეურაცხყოფა (კრიტიკა არა) დიტოს მიმართ.
მართლა ვერ გავიგე , არ მესმის-თან ისე კოხტადაა შეფუთული მისდამი შეურაცხყოფა დემოკრატიისა და ადამიანთა უფლების დაცვის მანტიით, რომ ნაკლებად სავარაუდოა და მეეჭვება, ამის მიზეზი მისი “თანამდებობისათვის შეუფერებელი” საქციელი იყოს.
და კიდევ, საინტერესოა, პრემიერს ვისთან მოუწევს ახსნა განმარტება, თავის მართლება და სად შეექმნება უხერხულობა დიტოს გინების გამო? იმ ნაცხლისტების საძმო ევროპარლამენტარებთან ხომ არა, რომლებიც დღემდე ქვეყნის მაოხრებელ მიშა სააკაშვილს პრეზიდენტად თვლიან?
იმ ევროპარლამენტის “საძმო სასტავთან”, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სანქცირების რეზოლუციას მოაწერე ხელი და ამის ფონზე, ჩვენი ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დიტო სამხარაძე “უჩალიჩებს” მიშას გინებით?…………..🤦‍♀️
ქვეყანას ვინც მტრობს და ანგრევს-ყველაზე უკეთ იცის და უწყის პრემიერმა და დიტო სამხარაძე მტრის ხატად ვერ გამოდგება…!
კარგით რაა მართლაც და მართლაც!

“სიტყვა თქმაა და არა ქმნა”.
არასწორია-დიტომ სიტყვაზე აგოს პასუხი და “ქმნა” სასათბურე პირობებში აოხრებდეს ქვეყანას!
უსამართლობაა, სიტყვას ვუწუნებდეთ მართალს და ამით უკეთურ ქმნას ვამართლებდეთ.
დამნაშავე ბანდა-ერის და ქვეყნის გამყიდველი, მაოხრებელი, წამბილწველი და მოღალატე 24/7 უნდა “აგინო”, როცა სხვა სამართლებრივი ბერკეტები ყველა მხრიდან გამოცლილი გაქ.
ასეც იქნება (მოგვეწონება ეს თუ არა), ვიდრე სამართლიანად არ მიუვა კეისარს კეისრისა და ღნერთს ღმრთისა.
მანამდე კი…..დავი დიტო!
რაც თქვი იმაზეც და რაც გულში გაქ და ჯერ არ/ვერ დაგიხურებია თავზე!წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება