fbpx

პოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ დანაშაულები „გავუპრავოთ“. პირიქით – რაც უფრო მეტ სიმართლეს ვეტყვით საზოგადოებას, მით უფრო მეტად შემცირდება პოლარიზაცია

პოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ დანაშაულები „გავუპრავოთ“. პირიქით – რაც უფრო მეტ სიმართლეს ვეტყვით საზოგადოებას, მით უფრო მეტად შემცირდება პოლარიზაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტეტან განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს ყველაფერს, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას.

„დეპოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღაცებს დანაშაულები არ უნდა შევახსენოთ. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არ უნდა დაგმოს მაგალითად „ალტ ინფოს“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. დეპოლარიზაცია ზუსტად იმას გულისხმობს, რომ „ალტ ინფო“, ან შესაბამისი პარტია დანაშაულს თუ ჩადის, უნდა შეახსენონ ეს დანაშაულები. ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ზუსტად იგივე ეხება „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ნაცმოძრაობას ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. „ალტ ინფოს“ მაგალითიც ამას აჩვენებს, თუ „ალტ ინფოს“ არ შეახსენებ დანაშაულს, პოლარიზაცია უფრო გაღრმავდება. იგივე ეხება ნაცმოძრაობასაც – თუ არ შეახსენებ, მის დანაშაულებს და დღევანდელ დანაშაულებრივ მდგომარეობას, ეს გააღრმავებს პოლარიზაციას. პოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ „ვუპრავებთ“ „ნაცმოძრაობას“ დანაშაულებს. პირიქით – რაც უფრო მეტ სიმართლეს ვეტყვით საზოგადოებას, მით უფრო მეტად შემცირდება მერწმუნეთ პოლარიზაცია. მათ ჩააბარებს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის საზღვრები – ამაზე მეტი დანაშაული რა არსებობს? ჩაატარეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე. მეტი დანაშაული რა არის? ისინი არიან ახლა მეტად რუსები თუ „ნაცმოძრაობა“, თავად განსაჯეთ.

გაკეთდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს ყველაფერს, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას. საიდან მოდის და რა არის წყარო პოლარიზაციის, ეს დადგინდება ზუსტად ამ ფორმატში“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება