fbpx

ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელ გეგმაზეა საუბარი – ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირის მიერ დადებული 12-პუნქტიანი გეგმით, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია არ აღიარებს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე არა მხოლოდ გეგმა გავაცანით საზოგადოებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგით ამ გეგმის შესასრულებლად, ოპოზიცია ამას ვერ თუ არ ხედავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირი დადო 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა ამ დროს გამოვიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ამბობს, რომ მას აქვს 4-პუნქტიანი გეგმა და ეს თუ შესრულდება, მხოლოდ მაშინ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. გამოვიდა ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და მგონი 7-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. მოდი, ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელ გეგმაზეა საუბარი – ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირის მიერ დადებული 12-პუნქტიანი გეგმით, რომელსაც არ აღიარებს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება