fbpx

ჩვენ, პრემიერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, როცა ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ

მგონი, ვიღაცას მართლა აქვს ასეთი ეჭვები და ჰგონია, რომ ჩვენ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მე და ის ადამიანები, ვინც გუნდში ასე ვთქვათ, წინა პოზიციებზე არიან, ვერ გავრისკავდით იმას, რომ ქვეყანა ომში არ ჩაგვერთო და ამასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის მითითება გვჭირდებოდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, თანხმდება თუ არა ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები, როგორც არის მაგალითად, საქართველოს მიერ რუსეთისთვის საკუთარი ორიგინალური სანქციების არდაწესება.

„მე მგონი, ვიღაცებს ეს აღქმა აქვთ და ამ აღქმიდან გამომდინარე აქვთ ეს რაღაც დისტანციური დაპირისპირება ამ კაცის მიმართ. სინამდვილეში, აქ ძალიან მარტივად არის საქმე. როცა საქმე ეხებოდა სანქციების დაწესებას, ეს არა მარტო ასამმაგებდა და ახუთმაგებდა, აათმაგებდა ომთან დაკავშირებულ რისკებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად ამიტომ უნდოდათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა, რაც ქვეყნისთვის მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც დამანგრეველი იქნებოდა, მეორე მხრივ კი ომის რისკებს ათმაგად ზრდიდა. მეორე, გახსოვთ თქვენ, რასაც ითხოვდნენ, მოხალისეების თვითმფრინავებით გაშვებას. თუ სანქციები ირიბი მოწოდება იყო ომისკენ, მოხალისეების გაშვება ასე ვთქვათ, მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით, უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აი, აქეთკენ იყო პირდაპირი მოწოდებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება