fbpx

ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობოებს ამოძრავებთ ინტერესი, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს სტატუსი, ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, არიონ სიტუაცია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ინტერესი, დეკემბერში ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი ამოძრავებთ.

„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი ობიექტური ინტერესიც და ასევე, რეალურად, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი. სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, უკავშირდება ომის თემას. ომი იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, დარჩნენ რადიკალურ დღის წესრიგში, რომელშიც დღემდე იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება