fbpx

ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე: ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი წერეთელს მოუწოდებს, გამოვიდეს საჯაროდ და თქვას რა მოხდა.

„გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რომელსაც არავინ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა და ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება