fbpx

გერმანია მოსახლეობას მოუწოდებს, გადადოს ფული, რადგან გათბობის გადასახადები შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს

რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რაც გამოიწვევს დეფიციტს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების – „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ – ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

მან მოუწოდა მომხმარებლებს მაქსიმალურად შეამცირონ გაზის მოხმარება საკუთარ სახლებში და გააფრთხილა, რომ გადადონ ფული იმის გათვალისწინებით, რომ გათბობის გადასახადები შეიძლება გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს კიდეც.

ცნობისთვის, ივლისის შუა რიცხვებში, სარემონტო სამუშაოების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი 1“-ის მილსადენის რამდენიმედღიანი დახურვა იგეგმება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება