fbpx

300 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო ბრუნ­დე­ბა წმინ­და მი­წა­ზე,მდინარე იორდანესთან საქართველოს მიწა გადაეცა-ირაკლი ღარიბაშვილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მდი­ნა­რე იორ­და­ნეს­თან, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მიწა გა­და­ე­ცა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ მი­წა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი აშენ­დე­ბა.

“თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბო, ძვირ­ფა­სო მო­სახ­ლე­ო­ბავ, ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ნთლის­ღე­ბას. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია დღეს ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვაც­ნო­ბო ფრი­ად სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ. მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა იორ­და­ნი­ის მე­ფის, აბ­დუ­ლა მე­ო­რი­სა და მისი უმაღ­ლე­სო­ბა პრინც ღა­ზის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვეტ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ე­ცა მიწა მდი­ნა­რე იორ­და­ნეს­თან, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ. პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, აქ აშენ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. 300 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო ბრუნ­დე­ბა წმინ­და მი­წა­ზე. ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა ეს მოვ­ლე­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალ­თა ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად. ფას­და­უ­დე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი პატ­რი­არ­ქის, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქის ჩარ­თუ­ლო­ბა, მისი დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტი. ერი­სა და ბე­რის ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლის და გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი წი­ნა­პი­რო­ბა.

მად­ლო­ბას ვუხ­დი მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა მეფე აბ­დუ­ლა მე­ო­რეს, მის უმაღ­ლე­სო­ბა პრინც ღა­ზის, იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქს, იორ­და­ნი­ის არ­ქი­ე­პის­კო­პოს. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სა­ელ­ჩოს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს. ჩვენს ელჩს იორ­და­ნი­ა­ში ზაზა კან­დე­ლაკს, ყვე­ლას ვინც ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა ჩვე­ნი წი­ნა­პარ­თა დიდი ტრა­დი­ცი­ის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. თი­თო­ე­ულ ქარ­თველს ვუ­ლო­ცავ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხე­ოვ­რე­ბის კე­რის და­არ­სე­ბას წმინ­და მი­წა­ზე. ნათ­ლის­ღე­ბას გი­ლო­ცავთ“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება