fbpx

300 ლარი და სესხის გადავადება უმუშევრად დარჩენილებისთვის

„იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ დიდი რაოდენობით არიან ჩვენი მოქალაქეები დასაქმებული, ვაწესებთ იგივე სახის მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დაწყებულია ამ მოქალაქეების აღრიცხვა.

„ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ამ სექტორში დასაქმებულს სახელმწიფო მიზნობრივად მიეხმარება სესხის გადავადებაში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულთათავის პირველი ტალღის პირობებში ისარგებლა 250 ათასი ადამიანმა.

„ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება, 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაფარული იქნება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება